ზოგიერთ უბნებს უნდა დავარტყათ, თეირანელებს სახლების დატოვება მოუწევთ – ისრაელ კაცი

როგორც ჩანს, უახლოეს საათებში დაიწყება თეირანის სამხედრო ობიექტებსა და ირანის რეჟიმის სამთავრობო-ეკონომიკურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასობრივი ავიადარტყმები, – ამაზე მეტყველებს ის განცხადებები, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელმაც, პარალელურად, თეირანის ე.წ. სამთავრობო უბანში მცხოვრებლებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი:

▪️ “სურვილი გვაქვს განვმარტოთ ის, რაც ცხადია: არ არსებობს ფიზიკური ზიანის მიყენების განზრახვა თეირანის მშვიდობიან მოსახლეობაზე — იმის მსგავსად, როგორც მკვლელი დიქტატორი იქცევა ისრაელის მოქალაქეების მიმართ”.

▪️ “თეირანის მცხოვრებლებს, სავარაუდოდ, მოუწევთ დიქტატორული რეჟიმის ფასის გადახდა და თავიანთი სახლების დატოვება იმ უბნებში, სადაც აუცილებელი იქნება დარტყმების განხორციელება რეჟიმის ობიექტებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე”.

▪️”ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის მოსახლეობის დაცვას”.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია გახდა
შემდეგი სტატიაჩორჩანას ეპიზოდზე, წულუკიანის კომისიაზე ალექსანდრე ტაბატაძე გამოკითხეს