“ზოგიერთ ქვეყანასთან იმედისმომცემი სიტუაციაა, ზოგთან კი პრობლემები გვაქვს”

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ დროა ევროკომისიამ ის პერსპექტივები გაითვალისწინოს, რომელიც არსებობს.

დღეს ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

“დისკუსიას ვიწყებთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” საკითხით. ვისაუბრებთ არამხოლოდ უკრაიანზე, არამედ მოლოდვაზე, საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე. გავუზიარებთ მინისტრებს საერთო შეფასებებს და ვისაუბრებთ ამ ქვეყნებთან ინდივიდიალური ურთიერთობების პერსპექტივაზე. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა და დროა გავითვალისწინოთ ის პერქსპექტივები, რომლებიც არსებობს, რომ მოვემზადოთ შემდეგი წლისთვის. ზოგიერთ ქვეყანასთან იმედისმომცემი სიტუაციაა, ზოგთან გვაქვს პრობლემები”, – განაცხადა მოგერინიმ

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს ევროკომისია გაასაჯაროებს მოხსენებას თუ როგორ შეასრულა საქართველომ საშინაო დავალებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. მეორე ფაზა ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობს. ევროკავშირი ამ დროის განმავლობაში აკვირდებოდა თუ როგორ სრულდებოდა კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტს.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნებათ, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაში“გაუფასურებული ლარით გაბერილი პარამეტრებით თავის მოწონებას თავი დაანებონ”
შემდეგი სტატიაგერმანიაში გამოჩნდნენ Facebook-ის მოწინააღმდეგეები