“ზოგიერთ პოლიტიკოსს საპატრიარქოს ადექვატურმა განცხადებამ ფულის კეთების გეგმები ჩაუშალა”

პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

,,არადა, ზოგიერთ პოლიტიკოსს უბრალოდ შეწყალების კომისიაში ფულის კეთების არხი აქვს დიდი ხანია გადაკეტილი და ეს აწვალებს. ახლა, ხელებისფშვნეტით იფიქრეს პატრიარქს ამოფარებულებმა იქნებ როგორმე გავაცოცხლოთ ჩვენი ძველი საქმიანობაო, მაგრამ ვინ აცალა, გუშინვე საპატრიარქოს დამაზუსტებელმა, ძალიან ადეკვატურმა განცხადებამ ჩაუშალა გეგმები. რამოდენიმე პოლიტიკოსი როგორ აპირებდა დიდი ფულის შოვნას პატიმრების შესაძლო შეწყალების ლობირებით დაახლოებით ერთი წლის წინ პირადად ვუამბე ყოფილ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს. სახელებიც ვუთხარი, გვარებიც და ყველა მონაცემიც რაც გამაჩნდა. სამწუხაროდ მტკიცებულების მოპოვება არც მაშინ შემეძლო და არც ახლა შემიძლია, ბოლო დღეების მანძილზე ძალიან რომ აქტიურობდნენ სწორედ ის რამოდენიმე პოლიტიკოსია. ამ და სხვა დაუსჯელობით გალაღებულ, კორუმპირებულ ადამიანებს რომ ვუყურებ ლამის პროკურორობა ვინატრო უკვე“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო ჩხობაძე: ვერეს ხეობის ზედა ნაწილი რისკის ქვეშ არის, ახალი მეწყერები გაჩნდა
შემდეგი სტატიაყველა გახდეს პროგრამისტი: აუცილებლობა თუ უტოპია