ზოგიერთ ინვესტორს აქვს მცდარი აზრი, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია, მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად – სტოლტენბერგი

ზოგიერთ ინვესტორს აქვს მცდარი აზრი, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია, მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, ნატო-ს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ინდუსტრიის ლიდერები ნატო-ს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ.

„ზოგიერთ ინვესტორს აქვს მცდარი აზრი, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია. მაგრამ, არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად. არაფერია არაეთიკური ჩვენი თავისუფლების დაცვაში და არაფერია არაეთიკური, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაცვაში. მართლაც, მრეწველობის გარეშე არ არსებობს თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება. ამიტომ, მე რეალურად ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, როგორც თავდაცვის ინდუსტრია, ყოველდღე. ამიტომ, მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის რუსული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი – ბორენკა – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიანახეთ, რა მოვიდა დღეს ფოსტით! მადლობა მხარდაჭერისთვის, დონალდ ტრამპ! – ორბანი