ზოგი თანაპარტიელი ემიჯნება სააკაშვილს- ბესელია

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს – ამბობს “ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია. მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და საარჩევნო პროცესში ჩართვა ეკრძალება.

„ამ საკითხზე საჭირო იქნება ალბათ დიპლომატიური არხებით გარკვევა, რადგან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებსაც ეხება უკვე მისი მოწოდებები, რომელიც აშკარად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.

როგორც ჩანს, მისი თანაპარტიელები, ზოგი მათგანი ემიჯნება ამ ძალისმიერ მოწოდებებს და უნდა ჩამოყალიბდნენ, საბოლოოდ რა პოზიციაზე დგანან და ვინ რას ამბობს, რადგან ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ საკითხებზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშაონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო დამთავრდა
შემდეგი სტატიადედაქალაქში თანამედროვე სტანდარტებისა და შშმ პირთათვის ადაპტირებული 11 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა