ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე, საბოლოო მოსმენით 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, საქართველოს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა სავალდებულო გახდა.

კანონში აღნიშნულ ცვლილებაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა ისაუბრა.

ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ასევე სავალდებულო გახდა.

banner
წინა სტატიაშიდავით სონღულაშვილი: საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია და აქვს ამის სრული შესაძლებლობა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით რეგიონში ლიდერები ვიყოთ
შემდეგი სტატიაამ მოგონილი ამბით, გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების სკანდალის გადაფარვა დავინახე – მარგველაშვილი