14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ზიმბაბვეში ბორნის ჩაძირვას 44 ადამიანი ემსხვერპლა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ზიმბაბვეში, კარიბას ტბაზე ბორნის ჩაძირვის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, ტრაგედიის მთავარი მიზეზი გადატვირთულობა გახდა: 90 მგზავრზე გათვლილ ბორანზე ინციდენტის დროს 120 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 ბავშვი. ხომალდი ძლიერი ტალღის დაჯახების შედეგად გადაბრუნდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 77 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მომხდარის გამო ზიმბაბვეს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:

„მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკულ ინციდენტში დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ“, — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფავლენიშვილი: აფხაზეთში შეტანილ საწვავს სრულად საოკუპაციო რეჟიმი განკარგავს
შემდეგი სტატიაკობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა