ზიმბაბვეში 92 წლის პრეზიდენტი მუგაბე 2018 წლის არჩევნებისთვის ემზადება

ზიმბაბვეში 92 წლის პრეზიდენტი მუგაბე 2018 წლის არჩევნებისთვის ემზადება

zimზიმბაბვეს პრეზიდენმა, რობერტ მუგაბემ მზაობა განაცხადა საკუთარი კანდიდატურა მომავალ არჩევნებზეც წამოაყენოს, რომელიც 2018 წელს ჩატარდება – განცხადება მან იაპონურ გაზეთ „სანკეისთან“ დიალოგში გააკეთა. მუგაბე ტოკიოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„მომხრეები ჩემს კანდიდატურას წამოაყენებენ“ – განაცხადა 92 წლის პრეზიდენტმა – „მე მხნედ ვარ. თუკი ხალხს მოუნდება, მე საკუთარი მოავლეობის შესრულებას გავაგრძელებ“ – თქვა მუგაბემ.
დასავლეთის პრეტენზიებს, ხელისუფლების მიერ ოპოზიციაზე განხორციელებული წნეხისა და ერთპიროვნული მართვის შესახებ, პრეზიდენტმა „ზიმბაბველი ხალხის შეურაცხყოფა“ უწოდა.
2014 წელს, მუგაბეს მეუღლემ, სურვილი გამოთქვა, მეუღლესთვის სპეციალური სასიარულო ეტლის ყიდვის შეასხებ, რომ ამ უკანასკნელს ქვეყნის მართვა უპრობლემოდ შეძლებოდა. მან განაცხადა, რომ ქმრის მმართველობას ხელს შეუწყობს, სანამ მას ლაპარაკის უნარი ექნება. ოპოზიციამ, თავის მხრივ, გრეის მუგაბე ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიEgypt Air-ის პილოტმა თვითმფრინავის გატაცების დეტალებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაvideo)კოლემეურნეობის მოედანზე ბარ-რესტორანი გაძარცვეს