ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად, კუს ტბაში თევზი “გამბუზია” გაუშვეს

ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსასახლებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში ღონისძიება ჩატარდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბის” ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რის შედეგადაც ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზია თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში ჩაუშვეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ – უკვე გაანდგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს” შორის გაფომრებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე, ევროპარლამენტის კომიტეტი 7 ივლისს იმსჯელებს
შემდეგი სტატიარუსეთმა და პოლონეთმა სასაზღვრო გადაადგილების გამარტივებული რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩერეს