ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილს პედოფილიაში სდებენ ბრალს

ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილს პედოფილიაში სდებენ ბრალს

2გარდაცვლილ ბრიტანელ პოლიტიკოსს და ტელეწამყვანს, კლემენტ ფროიდს პედოფილიაში სდებენ ბრალს – დღეს The Daily Telegraph-ი წერს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ფროიდის მსხვერპლი რამდენიმე გოგონა აღმოჩნდა. გამოცემას ორი ეპიზოდის დეტალები მოყავს მაგალითად. პირველ შემთხვევაში დაზარალებულია სილვია ვუსლი – მისი მშობლები ფროიდის ოჯახთან მეგობრობდნენ. გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსის შვილიშვილმა გოგონაზე ძალადომა მაშინ დაიწყო, როცა სილვია 10 წლის იყო. მოგვიანებით, მშობლებმა, რომლებიც არც კი ეჭვობდნენ მეგობრის მიდრეკილებებში, გოგონა მას აღსაზრდელად მიაბარეს. სილვია ფროიდის სახლიდან გამოიქცა, როცა ის 19 წლის გახდა.
მეორე შემთხვევა 11 წლის გოგონას ეხება, რომლის სახელიც არ სახელდება. გამოძიების თქმით, ფროიდმა ის გააუპატიურა, როცა გოგონას 18 წელი შეუსრულდა. ამ დროისთვის ფროიდი უკვე ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი იყო.
პოლიცია ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ ფროიდი თანამონაწილეა 2009 წელს 6 წლის მედლინ მაკკანის გაქრობაში, რომელიც პორტუგალიაში მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მაკკანების ოჯახს ის ხშირად ეკონტაქტებოდა, ასევე გოგონას გაქრობის შემდეგაც. მაშინ, ვერც გამტაცებელი და ვერც გოგონა ვერ იპოვეს.

ფროიდის მეუღლემ განაცხადა, რომ ის შოკირებულია აღნიშნული ფაქტებით: “ეს ძალიან სამწუხარო დღეა ჩემთვის. მე კლემენტის მეუღლე 58 წელი ვიყავი და გულწრფელად მიყვარდა. იმედი მაქვს, რომ მისი ხელიდან დაზარალებული ქალები ახლა მშვიდობით განისვენებენ” – განაცხადა ჯილ ფროიდმა. ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი 1924 წელს დაიბადა. მისი კარიერა ბიზნესით დაიწყო, ამის შემდეგ გახდა ჟურნალისტი და ცნობილი სატელევიზიო შოუმენი. პოლიტიკური კარიერა მან 1973 წელს დაიწყო და პარლამენტშიც მოახერხა შესვლა. აქვს რაინდის წოდება. გარდაიცვალა 2009 წელს, 84 წლის ასაკში.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი: გერმანია იქნება თქვენი მეგობარი და კარგი პარტნიორი
შემდეგი სტატიანატომ უკრაინის რჩევებით დახმარებაზე თანხმობა თქვა