ზიანი ივანიშვილისგან ძალიან დიდია, თუმცა, ამ დონის პოლიტიკოსების ვიზიტი, ხელს შეუწყობს ნაკლები ზიანით გაიაროს საქართველომ ეს პერიოდი- ბოკერია

ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ემი კლობუჩარი და ლინდსი გრაჰამი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და სერგი კაპანაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, სენატორებთან რუსეთსა და ქვეყნის შიდა პროცესებზე ისაუბრეს:

”სენატორ მაკკეინის, სენატორ გრაჰამის და დემოკრატი სენატორი კლობუჩარის ჩამოსვლა არის ჩვენთვის ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ძალიან სარისკო საერთაშორისო ვითარებაა ყველასთვის, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით სარისკო ვითარებაშია. ახალი ადმინისტრაციაა აშშ-ში, რომლის პოლიტიკა არ არის გამოკვეთილი ჯერ მკაფიოდ და ასეთი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში არის მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენი ვალია, გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რუსეთზე, ქვეყნის შიდა პროცესებზე და სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო – ”რუსთავი 2-ზე”, პოლიტიკური დევნის საკითხზე და პოლიტიკურ პატიმრების საკითხზე. დემოკრატიული ცვლილებების საკითხი გადაბმულია უსაფრთხოების საკითხთან. ზიანი ივანიშვილისგან ძალიან დიდია, თუმცა, ამ დონის პოლიტიკოსების ვიზიტი, იმედი გვაქვს, ხელს შეუწყობს, ნაკლები ზიანით გაიაროს საქართველომ ეს პერიოდი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას – მაკკეინი
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: საქართველო აშშ-სგან მეტ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას ელოდება