ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

სამუშაოების განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაში“ადამიანებს, რომლებმაც გულწრფელად გამაკრიტიკეს და გულისწყვეტა გამოხატეს, ბოდიშს ვუხდი უნებური შეცდომისთვის”
შემდეგი სტატიაახალი პროტოკოლით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა