“ჟვანიას სიკვდილის საბოლოო ვერდიქტი – გარდაიცვალა გაზით მოწამვლის გამო.
მაინტერესებს, ჟვანიას ოჯახმა თუ დააფასა ან ოდესმე დააფასებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საიდუმლო შეუნახა და არ გამოამზეურა რეალური სიტუაცია გარდაცვლილისადმი პატივისცემის გამო. მადლობის ნაცვლად წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ მას, საბაბს აძლევდნენ მის მოწინააღმდეგეებს ჟავნიას სიკვდილი ეფრიალებინათ ყოველი მედია სივრციდან საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. სიხარბით ვაჭრობდნენ მისი სახელით პოსტებისა და ფულისთვის.
დააფიქრებს ეს ვერდიქტი იმ თავგადაკლულ ქოცებს, რომლებსაც დღესაც სჯერათ, რომ სანდრა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა? რასაკვირველია არა, ეს უბრალოდ რიტორიკული კითხვაა. არა და რამდენი ბოროტება დათესეს და რა უბედურება დაატეხეს თავს ქვეყანას ამ და ათასნაერი სხვა ჭორების გავრცელებით. რამდენი ადამიანი, რამდენი პოტენციური ამომრჩეველია საქართველოში, რომელიც, რომ ჰკითხო, რატომ არ უნდათ ხმა მისცენ ენმს, ვერ გეტყვის მიზეზს და “სისხლიანი 9 წელი”-ს ციტირებას გააკეთებს. ერთი მათგანი ჩემი ნათესავია, კეთილი, წესიერი და არც თუ ისე გაუნათლებელი პიროვნება. სწორედ წელს, არჩევნების წინ მითხრა – “ვერ მივცემ ხმას ენმ-ს და გინდა მომკალი. ყველაფერი თუ არა, ნახევარი მაინც მართალიაო.”
ეს გამანადგურებელი, ბოროტი პროპაგანდა რუსეთის სპეცსამსახურების ტრენინგის შედეგი იყო. მათი გაიძვერული პრაქტიკა ჯერ კიდევ “დიდი ლენინის” საქმიანობიდან იღებს სათავეს და კარგად აქვთ ეს მეთოდები დამუშავებული. თორემ ბორია ივანაშვილი და მისი უვიცი გუნდი, რომლებსაც მხოლოდ მილიონების შოვნაზე აქვთ თვალები დაჭყეტილი ამგვარ შედეგს ვერ მიაღწევდა. ამ სპეცსამსახურების პროპაგანდის მთავარი კანონებია: 1. დააბრალდებულე მოწინააღმდეგე იმაში, რაც შენა გაქვს გაკეთებული; 2. რაც უფრო მეტ ამაზრზენ და ბოროტ საქმიანობას დააბრალებ, მით უფრო ეფექტიური იქნება პროპაგანდა; სხვა კიდევ ბევრი ამდაგვარი.
მაგრამ მათი ყველაზე დიდი დამსახურება ენმ-ის გახლეჩა და ურთიერთ დაპირისპირებაა. საბედნიეროდ ეს გეგმა მთლად ვერ განახორციელეს, ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების დიდი უმრავლესობა მტკიცედ დგას იმ პოზოციაზე, რაც ამ პარტიის შექმნისას ჩამოყალიბდა. მე ასე თუ ისე კავშირი მაქვს ბევრ მის აქტიურ წევრებთან და მინდა ჩემი აღტაცება და მადლობა გამოვხატო მათი ერთგული, დაუღლელი და მართლაც თავდადებული შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან. თუ საქართველო გადაურჩა იმ კატასტროფას, რომელიც მას ელის, იცოდეთ, ეს მათი დამსახურება იქნება”.
დოდონა კიზირია