9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, რომ დაიცვას „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის უსაფრთხოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, რომ დაიცვას „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის უსაფრთხოება.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჟურნალისტის პირადი მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტით და მიიღოს ზომები ამ ფაქტის აღსაკვეთად და ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
საუბარია 2 თებერვალს ე.წ სამხრეთ ოსეთის КГБ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რითაც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას და რომ ის წარმოადგენდა ინფორმაციის წყაროს სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, რომელთა შორისაც იყო „ამერიკის ხმა“.
განცხადებასთან ერთად, КГБ-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბიაზროვამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში გაავრცელა თამარ მეარაყიშვილის მობილურ ტელეფონში შენახული ნომრების სქრინები, სადაც სახელმწიფოს ყოფილ და ახლანდელ მაღალჩინოსნების ნომრებთან ერთად ერთ-ერთ სქინზე მოხვდა „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის მობილური ტელეფონის ნომერი.

banner
წინა სტატიაშიზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე პროტესტის გამო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიატროტუარზე დგომის გამო სოფო ჩაჩანიძე სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს