ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს არ გაავრცელონ კადრები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ არც ერთი კადრი სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაა. ამასთან არ შეუწყონ ხელი პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ დაასახელონ ვიდეოზე ასახული პიროვნების სავარაუდო ვინაობა, ასევე არ გაავრცელონ მისამართი, სადაც ამ მასალის ნახვა შეიძლება.

ქარტიის საბჭო მიმართავს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ დროული და ეფექტური გამოძიება თუ როგორ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვება.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია(video),,ქრონიკა+“ -ის საგანგებო განცხადება