„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“: ეს აუტანელი შეტევაა ინფორმაციის თავისუფლებაზე, დაუსჯელობა უნდა დასრულდეს

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“ (IFJ) თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„თბილისში „პრაიდის“ მსვლელობის დროს, დემონსტრანტები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და დაამტვრიეს ტექნიკა. ეს აუტანელი შეტევაა ინფორმაციის თავისუფლებაზე. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნავენ „ჟურნლისტთა საერთაშორისო ფედერაციაში“.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქეთი დოლიძე: ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება!
შემდეგი სტატიაMediachecker-ის სია: დაშავებულია 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი