ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: 2018 წელს ჟურნალისტთა დევნა გრძელდებოდა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს, რომ 2018 წლის მანძილზე თავისუფალი პრესის ჩახშობა სხვადასხვა მეთოდებით ხდებოდა – ორგანიზაცია თავის ყოველწლიურ მოხსენებაში წერს. ჟურნალისტთა დაშინების, ციხეში ჩასმის და დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებები 2016 წლიდან, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მკვეთრად გაიზარდა. ტრამპი ჟურნალისტებს ძალიან აკრიტიკებს და მათ “ძალიან არაპატიოსნებს” უწოდებს – “ამერიკის ხმა” წერს. მიმდინარე წელს ციხეში მყოფ ჟურნალისტთა რიცხვი 272-დან 251- მდე შემცირდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა.

მოხსენებაში რამდენიმე პოზიტიური მომენტებიც არის ჩართული. უკანასკნელი 14 წლის მანძილზე ეთიოპიაში, სადაც პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედ ალიმ მასშტაბური რეფორმები გაატარა, პირველად არ ზიან ჟურნალისტები ციხეში. თუმცა, მეზობელ ერიტრიაში მთელს აფრიკაში 16 ჟურნალისტი ზის ციხეში.
მოხსენების მიხედვით, ყველაზე პრობლემური ქვეყნები არიან ჩინეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი.

სამშაბათს ჟურნალ Time-ის რედაქციამ “წლის ადამიანად” რამდენიმე ჟურნალისტი ერთად დაასახელა. მათ შორის, ოქტომბერში თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჯამალ ხაშოგი, ამერიკული გაზეთის Capital Gazette რედაქციის თანამშრომლები, ივნისში მათზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ასევე, ფილიპინელი მარია რესსა და სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტები მნიამიში ვა ლონი და კია სო ოო. . ჟურნალმა ყველა მათგანს სიმართლისათვის ბრძოლის დამცველები უწოდა.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში ქალწულ მარია გვადალუპელის დღე აღნიშნეს (ფოტო)
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს მანდატი დემოკრატიულად არ მიუღია video