ჟურნალისტს კანის ფესტივალზე ფეხსაცმლის გამო არ უშვებდნენ (ვიდეო)

კანის ფესტივალზე ამერიკული ყოველკვირეული Variety-ს მთავარი თანარედაქტორის კლაუდიო ელერის შეშვება ფეხსაცმლის გამო არ უნდოდათ – ამის შესახებ მან საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.
ჟურნალისტი დაცვამ შეაჩერა იმის გამო, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად მას დაბალი ფეხსაცმელი ეცვა. “წინა საღამოს იდიოტმა დაცვის წევრებმა წითელ ხალიჩაზე გამაჩერეს და მითხრეს, რომ ვერ შემიშვებდნენ იმის გამო, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ მეცვა. მე ისინი იმით შევაშინე, რომ ამ ვიდეოს Variety-ს გვერდზე დავდებდი” – ელერმა დაწერა.

გასულ წელს მსახიობმა კრისტენ სტუარტმა ფესტვალის ოფიციალური დრეს-კოდის გასაპროტესტეპლად ფეხსაცმელები მიყარა და ფეხშიშველმა გაიარა წითელ ხალიჩაზე.

 

 

banner
წინა სტატიაშიიტალიელი მინისტრი ყოველ გადარჩენილ მიგრანტზე 5500 ევრო ჯარიმის დაწესებას ითხოვს
შემდეგი სტატიაბოკერია: პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და ჩემთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია