22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჯანყარაშვილი: „ამ „ლუარსაბ თათქარიძემ“ ქვეყნისა და ხალხის ბედზე საუბარი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო…“
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატები უკვე წარდგენილი არიან