ჟურნალისტმა იულია ლატინინამ რუსეთი დატოვა

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა იულია ლატინინამ სამშობლო დატოვა და უახლოეს მომავალში დაბრუნებას არ გეგმავს. ამის შესახებ მან “სკაიპის” მეშვეობოთ განაცხადა საკუთარ გადაცემაში “Код доступа”, რომელიც მას უკვე რამდენიმე წელია მიჰყავს რადიო “ეხო მოსკვის” ეთერში.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მისი მანქანა გაურკვეველმა პირებმა დაწვეს.
ლატინინას თქმით, ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტს, როდესაც მის სახლს მომწამვლელი სითხე შეასხეს. მაშინ მან პირდაპირ ეთერში მიმართა ვანდალური აქტის ჩამდენებს, რომ მისი მშობლებისთვის მაინც დაენებებინათ თავი. “როგორც ჩანს, თავდასხმების დამკვეთი ამან არ შეაჩერა”, აცხადებს რუსი ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიაშშ, თურქეთის ოთხ მოქალაქეს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უგულებელყოფაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია,,შორენა თეთრუაშვილის რეკომენდაციით მკითხავი ქალი მონაზვნად გაუშვეს“ – მეუფე პეტრე