ჟურნალისტმა არჩევნების შედეგები 100%-ანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა

ჟურნალისტმა და ბლოგერმა -კახაბერ ადამიამ, რომელიც რომელიც წლებია სააგენტო ,,თაიმერთან,, თანამშრომლობს, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, თითქმის 100% სიზუსტით იწანასწარმეტყველა ის შედეგები, თუ როგორ დასრულდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები…
,,თაიმერი,, ლინკთან ერთად https://www.facebook.com/100004505888148/posts/1671836272976553/?d=n
უცვლელად გთავაზობთ კახაბერ ადამიას მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს.

,,ჩემი აზრით, ივანიშვილი, არც მთლად ისეთი ბრიყვია, რომ ლუკაშენკოსავით 80% დაიწეროს მომავალ არჩევნებზე…
ვთქვათ და 40-დან 50%-მდე გაფორმდა ,,ოცნების,, შედეგი საპარლამენტო არჩევნებში და სახელისუფლო პარტიამ ხმების უმრავლესობა ვერ დააგროვა, მაგრამ პირველ ადგილზე გავიდა. IRI-ს რეიტინგებშიც, პირველ ადგილზე მყოფი პარტიაა…
,,ოცნების,, მიერ გაფორმებულ 50%-თან მიახლოებულ ხმების რაოდენობას და ხელისუფლების მაჟორიტარულ უპირატესობას, თუ ივანიშვილის ხელდასმული ოპოზიციის (,,პატრიოტები,, და მისთანები) ხმები და ზოგადად ოპოზიციურ პარტიებში ,,ოცნების,, მიერ ჩანერგილი და მოსყიდული დეპუტატების ხმებიც მიემატება, კი გამოვა მთავრობის დადასაკომპლექტებლად საჭირო უმრავლესობაც (50%+1 ან მეტი) და დასავლეთის მიერ მოთხოვნილი კოალიციური მთავრობაც, ოღონდ ,,ოცნების,, მართული…!!!
მაინტერესებს ასეთი სცენარის დროს რას ვშვებით?
თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი მყავს ,,ფრენდებში,, და მათი აზრის მოსმენა მაინტერესებს!!!,,

როგორც ირკვევა, ამ პოსტს, მაშინ არცერთი ოპოზიციონერი ლიდერი არ გამოხმაურებია. აღსანიშნავია, რომ კახაბერ ადამიას, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერად ითვლება, ,,თაიმერში,, არაერთი ანალიტიკური სტატია აქვს გამოქვეყნებული, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ყარაბაღის და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ მივლენებზე და კონფლიქტებზე. ამ ჟურნალისტის ბევრი ადრინდელი პროგნოზი, ამ თემებზე, შეიძლება იყთქვას, რომ დღეს უკვე რეალობაა

,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა