ჟურნალისტის უფლებები ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს დაცული

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდაპირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფსა და მოქალაქეს შორის აეროპორტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება. ქუმსიშვილის განცხადებით, ჟურნალისტის უფლებები ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს დაცული. პირველი ვიცე-პრემიერი დატემუნებულია, რომ შინგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადაში მოიკვლევს აეროპორტში მომხდარ შემთხვევას.

„ერთმნიშვნელოვნად ჟურნალისტის უფლებები უნდა იყოს დაცული და ამავდროულად არც ჟურნალისტებმა უნდა მისცენ თავიანთ თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჟურნალისტის ეთიკა აძლევს ამის შესაძლებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადაში მოიკვლევს ამას და შესაბამისად დადგება ის შედეგები, რომელიც უნდა დადგეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. უწყებამ სპეციალური განცხადება და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი რესპუბლიკელებს ფინანსური ურთიერთობის შეწყვეტით დაემუქრა
შემდეგი სტატიაინგლისი ფეხბურთის რუსი ფანების ხულიგნურ ქმედებას „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს