ჟურნალისტის მკვლელობაში სლოვაკ მილიონერს ედება ბრალი

სლოვაკი ბიზნესმენი და მულტიმილიონერი მარიან კონჩარი წარსდგება სასამართლოს წინაშე ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის შეკვეთის გამო, რომელიც 2018 წლის თებერვალში მოხდა. მკვლელობის მოტივი ჟურნალისტური გამოძიება გახდა, თუმცა მის დეტალებს, ჯერჯერობით, არ ასაჯაროვებენ – 14 მარტს ბრატისლავას პროკურატურამ განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
პროკურატურამ დააკონკრეტა, რომ 55 წლის კოჩნერს ბრალი 8 მარტს წაუყენეს. “ჩვენ ბოროტმოქმედების იარაღი, ჯერჯერობით, არ გვაქვს ნაპოვნი, მაგრამ გვაქვს იმის დამამტკიცებელი მასალები, თუ რა იარაღზეა საუბარი” – პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა.

27 წლის კუციაკი და მისი საცოლე მარტინა კუსნიროვა ბრატისლავადან 65 კილომეტრში, საკუთარ სახლში ჩასხრილეს. ჟურნალისტის გამოძიება საერთასორისო მაფიურ ქსელს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მთავრობა აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის თავმჯდომარემ მუსოლინზე ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა