ჟურნალისტის კითხვაზე, ნინო ლომჯარიას არჩევით შეცდომა დაუშვეს თუ არა, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო ერთგვარი კომპრომისი“

ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„სახალხო დამცველად როცა ირჩევ ადამიანს, ვისთვისაც არ უნდა იყოს ეს პოზიცია დათმობილი, რა თქმა უნდა მიუკერძოებლობის რაღაც მინიმალური სტანდარტი უნდა არსებობდეს. აქ ვხედავთ, რომ ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნინო ლომჯარიას არჩევით შეცდომა დაუშვეს თუ არა, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო ერთგვარი კომპრომისი“.

„თავის დროზე ასეთი იყო მოცემულობა, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. სხვადასხვა ნიუანსი იყო და დეტალებში აღარ შევალ, რადგან ეს წარსულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიზე: მე ვიცი, რომ სააკაშვილი სვამს და ჭამს, ამაზე მთელი ციხე ლაპარაკობ
შემდეგი სტატიადეკანოზი თამაზ ლომიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობას ეხმაურება