ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს. სამართალდამცავები მის საცხოვრებელ მისამართზე მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც მოსამართლემ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.
როგორც მან დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს.
„არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე საკუთარი სიტყვის თავისუფლებას შევზღუდავ”, – განაცხადა სანაიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.














