ჟურნალისტი მირიან ბერულავა დააკავეს

ჟურნალისტი მირიან ბერულავა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 107-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებამდე მირიან ბერულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიცია მასთანაც მივიდა.

“მეც მომადგნენ გამოკითვაზე, უნდა გადაგიყვანოთო”, – წერს ბერულავა.

ჟურნალისტის ახლობლების ინფორმაციით, იგი სამტრედიის დროებით იზოლატორში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს
შემდეგი სტატია“პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილსა და ძალადობას”-გამოცემა “პუბლიკა”