ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს გავრცელებულ ორ ვიდეოზე ინფორმაცია 2013 წელს ჰქონდა

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს გავრცელებულ ორ ვიდეოზე ინფორმაცია 2013 წელს ჰქონდა.მისივე თქმით, არამხოლოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, არამედ გარკვეულ ჯგუფს ბოლო დროს გავრცელებული ახალი ვიდეოებიც ჰქონდა.

“ამ ჯგუფში მხოლოდ შს მინისტრის ყოფილი გელა ხვედელუძე არ ყოფილა. სხვებიც ფიგურირებდნენ – ნუგზარ ფოფხაძე და გიორგი მამაცაშვილი. ამ ჯგუფიდან ერთ- ერთს პირადი ცხოვრების ვიდეოების ბაზა ჰქონდა და ის არ არის საჯარო მოხელე. მე ეს აუდიოჩანაწერი ორი წლის წინ გადავეცი პროკურატურას, თუმცა როგორც გაირკვა, დაიკარგა. ახლა კვლავ შემაქვს ეს დისკი. წულუკიანს და შოთაძეს უნდა ვკითხოთ, სად დაიკარგა ფარული ჩანაწერი რომელიც გარკვეული ჯგუფის ბრალეულობას ავლენდა“< – განაცხადა ფარესიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი საქმის გამოძიებისას პროკურატურისგან ნებას ვერ ხედავდა რაც დღევანდელი ვითარებით რადიკალურად შეცვლილია.

ფარესაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაში(Video)ნუგზარ წიკლაურის განცხადებას დაპირისპირება მოჰყვა
შემდეგი სტატიააშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რუსეთს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირველი საშიშროება უწოდა