,,ჟურნალისტი გაიტაცეს… თავზე ტომარა დააფარეს და გადაიყვანეს! ასე მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა იქცევა“

ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ, არა! ჩვენთან ასე არ ბნელა! – აზრბაიჯენელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის გვერდზე:
,,მეგობრებო, ჩვენს ქვეყანას თავს აფარებდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც შუა თბილისიდან, დღისით, მზისით გაიტაცეს. თავზე ტომარა დააფარეს და გადაიყვანეს (უპასპორტოდ ) აზერბაიჯანში.

სირცხვილია! ძალიან ცუდი საქციელია და მერე რა, რომ ეს თქვენ, პირადად, არ გეხებათ. ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ, არა! ჩვენ არ ვართ ასეთი სახელმწიფო! ჩვენთან ასე არ ბნელა! ჩვენ არ გვყავს ადამიანის გამტაცებელი პოლიცია (სუსი). და თუ მეტყვით, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ, მთლად უარესი.

ვუთხრათ ხელისუფლებას რომ ასე, მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა იქცევა!“ – წერს ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც გაიმართა