ჟურნალისტი ევგენი კისელევი რუსეთის ფედერაციაში უცხოელ აგენტად გამოაცხადეს

ჟურნალისტი ევგენი კისელევი რუსეთის ფედერაციაში უცხოელ აგენტად გამოაცხადეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება.

„ჟურნალისტი იმ პირთა და ორგანიზაციების სიაშია, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია მათი ექსტრემისტულ აქტივობებში ან ტერორიზმში მონაწილეობის შესახებ“, – წერს რუსული მედია.

კისელევი მრავალი წელია უკრაინაში მოღვაწეობს.

2022 წელს კისელევი რუსეთში ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

ინფორმაციისთვის, გარდა კისილევისა, რუსეთმა უცხოელ აგენტად გამოაცხადა ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი, და ასევე კომიკოსი მაქსიმ გალკინიც.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე – მნიშვნელოვანია ეუთო გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს
შემდეგი სტატიათალაკვაძე – შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებები ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული