ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ-სალომე ზურაბიშვილი

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ ,თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა.

“უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი ორბელიანების სასახლე, მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში. მე ისიც ვთქვი, რომ
ჩემ სახლში ვიცხოვრებ. ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანში საჩვენებელი სწავლებით დასრულდება
შემდეგი სტატიაგამომცემლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ