ჟურნალისტებმა ბელორუსიიდან შიმშილობა გამოაცხადეს

ჟურნალისტებმა ბელორუსიიიდან შიმშილობა გამოაცხადეს

დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ალექსანდრ ბურაკოვმა და ვლადიმირ ლაპცევიჩმა შიმშილობა გამოაცხადეს. მათ აქციის ჩატარების წესების დარღვევაში დასდეს ბრალი და ორივეს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ინფორმაციას “დოიჩე ველე” მაგილევის უფლებადამცველი ორგანიზაცია “MayDay”-ის ტელეგრამ-არხზე დაყრდობით ავრცელებს.

მუხლი, რომლითაც ჟურნალისტებს ბრალი ედებათ, ჯარიმის სახით 7000 ლარის გადახდას ან 15-დან 30 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტები “ბელორუსის ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის წევრ, ოლეგ აკსენევთან ერთად 12 მაისს სასამართლოს შენობასთან დააკავეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის განხილვა იწყებოდა. ყველა დაკავებულს ბრალი “მასობრივ არეულობებში მონაწილეობაში” ედებათ.
ბელორუსში გრძელდება პროტესტი, რომელიც 2020 წლის 9 აგვისტოს დაიწყო. ხალხი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს. აქციებზე ათასობით ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ათობით ჟურნალისტი. რამდენიმე ადამიანი კი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიკოვიდ-19 პენისის ქსოვილებს აზიანებს და ერექციის მოშლას იწვევს – ახალი კვლევა
შემდეგი სტატიადაბომბილი ღაზას სექტორი (ფოტოები)