8.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 11, 2026
banner

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ონლაინმედია “პუბლიკას” ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მათ გირაოს გადასახდელად 40-დღიანი ვადა განესაზღვრათ.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება 8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ფაქტებს. გამოცემის ცნობით, ლევან ზარდიაშვილმა იძალადა და ტელეფონი წაართვა ჟურნალისტ ქეთო მიქაძეს. ტელეფონი წაართვეს ასევე მათ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, თუმცა ის მოგვიანებით დაიბრუნეს.

ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალდება 5 მარტს წარედგინათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიკალასი და კოსი: “ოცნება” ევროკავშირთან ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიაპეტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა