ჟურნალისტების წერილს პროკურატურა პასუხობს

5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან პროკურატურის მისამართით, დაშავებული ჟურნალისტების მიმართვას, უწყებაში პასუხობენ.

პროკურატურის წერილში ნათქვამია, რომ 5-6 ივლისის საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს მომხდარზე ძალადობის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარიდან 23 დღის შემდეგ, ორგანიზატორები დადგენილი არ არიან და მათი იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრზელდება.

“ხსენებულ საქმეებზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების, მათ შორის, ორგანიზატორების დადგენის და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით”,- ნათქვამია უწყების წერილში.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ კვლევის შედეგად დედაქალაქში 28 პროცენტის აღების შესაძლებლობა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაროგორ უსწორდება თავისუფალ მედიას კრემლი