ჟურნალისტების ნაწილი არჩევანის ზღვარზე დგას – გააკეთონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება

დღეს, როდესაც „რუსთავი 2“-ში შემოვედით, თითქმის 800-მდე ადამიანი დაგვხვდა და როგორც აქ მოვისმინე, ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნება სურთ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინა.

მისივე თქმით, ჟურნალისტების ნაწილი არჩევანის ზღვარზე დგას – გააკეთონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

„შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი არის ცარიელი. დღეს როდესაც შემოვედით, აქ დახვდა თითქმის 800-მდე ადამიანი და ასევე, რაც მოვისმინე ადამიანებისგან არის ის, რომ ნაწილი ჟურნალისტებისა, რომლებიც წავიდნენ, სურთ დაბრუნება. უბრალოდ, ამ ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში. დგანან არჩევანის ზღვარზე – გააკეთონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

14 წლის წინ მომიწია ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ჩემთვის ძალიან გასაგებია, რამდენად მძიმე არის ჟურნალისტისთვის წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც მისთვის არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არის ოჯახი. გამიმართლა, რომ დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის განმავლობაში სულ მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა ჟურნალისტური სტანდარტი, უპრეცენდენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს. ამ მხრივ საეტაპო პროცესი იწყება. ჩვენ მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე ვართ ამ მომენტისთვის. თუ მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით, მთავარი ამოცანა არის, შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა. ეს იქნება კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს დაიცვან თავისი თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა“,- განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივანო ჯავახიშვილმა რუსთავი 2 დატოვა და ნიკა გვარამიას არხზე გადადის
შემდეგი სტატიაზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის რეკონსტრუქცია და ვერსიები