ჟურნალისტები ზუგდიდში სასულიერო პირებს სპეციალური მაისურებით დახვდნენ

#ლექSOSსთვის – ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები დღეს, 15 ივლისს ზუგდიდში სასულიერო პირებს და სამღვდელოებას საპროტესტო მაისურებით დახვდნენ. მათ ზედებზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჰქონდათ გამოსახული.

ამ ფორმით მედიის წარმომადგენლებმა მეუფეებს შეახსენეს, რომ სასულიერო პირები, რომლებიც მათი ეპარქიის დაქვემდებარებაში არიან მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, დღეს ლაქერობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სამღვდელოებამ მედიის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები მათ კითხვებს ისევ დაუსვამენ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტზე გუშინ დიდი ზეწოლა იყო
შემდეგი სტატიაბათუმში მამაკაცმა ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა