ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონსიძიება პატიმრობა გადაისიჯა და ის მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ჩვენება მისცეს და მომხდარის გარშემო ისაუბრეს.

სხდომას ესწრებოდა დაზარალებული ვახო სანაიაც.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი შალვა პაპუაშვილს – დიდი მადლობა შალვა იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებში
შემდეგი სტატიადეკანოიძე – „ქართული ოცნება” გვესაუბრება 10-წლიან გეგმაზე, როდესაც 9-წლიანი სიღარიბეა ქვეყანაში