23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ჟურნალისტ თორნიკე კოშკაძის დაკითხვა და გახარიას დაცვის მხარის პოზიცია – 20 ივნისის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენების საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმის სახით გამოცემა „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე დაიკითხა.

კოშკაძემ, რომელიც აქციის უშუალო თვითმხილველი და დაზარალებულია, განაცხადა, რომ მას თავში სამართალდამცველების ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა. მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ტყვიებს პოლიცია ისროდა, თუმცა, ვინ გასცა კონკრეტულად ბრძანება, ამის მტკიცებულებები არ არსებობს. ჟურნალისტის შემდეგ სასამართლოში კიდევ ერთი მედიის ოპერატორის დაკითხვა იგეგმება.

საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ პროკურატურის მიყვანილი მოწმეები გახარიას ბრალეულობაზე ვერაფერს ამბობენ. ადვოკატის განმარტებით, დადასტურებულია, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, შესაბამისად, მიღებული დაზიანებები მის გადაწყვეტილებებთან კავშირში ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი”: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქრისტიანების დასაცავადაა და არა მათ წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა