ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა თემურ ფიფიასთვის 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

სხდომას სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” დამფუძნებლები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 4 აგვისტოს “სოციალისტური საქართველოს” კახეთის ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე მოხდა.

ჟურნალისტს ფიფიამ დასწრების უფლება პუტინის შეურაცხმყოფელი მაისურის გამო აუკრძალა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 125-ე, ცემის მუხლით აღიძრა.

მორიგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე რაიმე ტიპის ზეწოლას გამორიცხავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ანაკლიაში “ჯემფესტზე” მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა