ჟურნალისტ ლელა ფაილოძეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს

14658381_1802396990045300_55369910_nჟურნალისტი ლელა ფაილოძე აცხადებს, რომ მას მარტვილში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„13 წელი ვმუშაობდი რეგიონულ ტელევიზიაში, თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელევიზია ფაქტობრივად მოსპეს. ამიტომ დავრჩი უმუშევარი. რამდენიმე თვის წინ მურმან წოწორიასთან ერთად ვუშვებდით ჟურნალს „მარტვილი და მარტვილელები“. ჟურნალის გამოშვების შემდეგ მე არ მომცეს კუთვნილი ანაზღაურება, რასაც მაისიდან სექტემბრამდე უშედეგოდ ვითხოვდი. წოწორიას ვთხოვე, რომ სხვა სამსახური მაინც მოეცა ჩემთვის. დაპირების მიუხედავად არაფერში ხელი არ შემიწყო. შემდეგ კულუარულად გავიგე, რომ თურმე ამ მიმართულებით დიდ ქრთამს იღებდა, რისი საშუალებაც მე არ მქონდა. ერთი თვის წინ, როდესაც აღარ მქონდა იმედი, რომ ანაზღაურებას მომცემდნენ, დემონსტრაციულად გადავედი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამუშაოდ ჟურნალისტად და ჩემს ბლოგზე ვაშუქებდი მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მე გამოვუქვეყნე წოწორიას თავისივე ლექსი, რომელიც მან 2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა და ამ ლექსში ის ყოფილ პრემიერს აძაგებდა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო მუქარები ჩემს მიმართ. დღეს ქუჩაში მივდიოდი, როდესაც წოწორიამ თავისი ავტომობილით ჩამიარა და ხელების კომბინაციით შემაგინა. მივედი და ვკითხე, რატომ მაგინებდა და რა უნდოდა ჩემგან, ის კი ყელში მწვდა და ფიზიკურად გამისწორდა. შემდეგ კი ნაცვლად იმისა, რომ მე მივსულიყავი პოლიციაში, თავად მივიდა მარტვილის სამმართველოში და განცხადება შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. მას აქვს იმედი, რადგან მისი სიძე, რობერტ აბრახამია არის მარტვილის სუსის უფროსი“, – განაცხადა ფაილოძემ. მისივე თქმით, ის პოლიციაში უკვე დაკითხეს. ცოტა ხანში კი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.

14686471_1802396970045302_195048363_n14658381_1802396990045300_55369910_n

banner
წინა სტატიაშირუსეთის შსს-მ დაადასტურა, რომ იანუკოვიჩს თავშესაფარი მისცა
შემდეგი სტატიარუსეთის გენშტაბი: ალეპოში შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის კორიდორი გახსნეს