ჟურნალისტ გიორგი საკარულს ფეხი აქვს მოტეხილი

მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და ფეხის მოტეხილობა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

banner
წინა სტატიაში(video) ახალი ვიდეოკადრები მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ამოიცვა კალოშივით არქიფომ ეს ქვეყანა