ჟოზეფ ბორელის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ. ინფორმაცია თავად ბორელმა, ლისაბონში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

“ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი ჩემი სახელით სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავენ, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა და ჩავერთოთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ჩვენ უფრო ეფექტურები უნდა გავხდეთ იმისთვის, რომ რეგიონის სტაბილურობა დავიცვათ”,- აღნიშნა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი-მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება,რომელიც იყო დიასპორის წარმომადგენელი
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – მხარს ვუჭერთ ამნისტიას