ჟოზეფ ბორელი – იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წინადადება საშუალებას მისცემს პარლამენტს, უპასუხოს სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებს

დროა, პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს.

„იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წინადადება გზას გაუხსნის კომპრომისს და საშუალებას მისცემს პარლამენტს, წინ წაიწიოს ასე საჭირო საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში და უპასუხოს სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებს“,- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში კაცი ჩაცხრილეს