ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერას

რუსეთის შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრთა, მდგრადობის განმტკიცებას მოიცავს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათ და მათმა მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლონ საკუთარი მომავლის განსაზღვრა.

„რუსეთის შეკავების პოლიტიკის კიდევ ერთი ასპექტი ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრთა, მდგრადობის განმტკიცებას მოიცავს. ეს მათგან შიდა მმართველობის გაუმჯობესებას მოითხოვს, როგორიცაა: კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და ფუნდამენტური თავისუფლებების უზრუნველყოფა. რაც უფრო წარმატებულები იქნებიან ისინი რეფორმების პროცესში, მით უფრო მდგრადები იქნებიან და შესაბამისად, უკეთესად შეძლებენ რუსეთის ზეწოლას ან რუსეთის მხრიდან ჩარევას დაუპირისპირდნენ. ჩვენ, ევროკავშირი, გავაგრძელებთ რუსეთის მეზობლების მხარდაჭერას, იმისთვის, რომ მათმა მოქალაქეებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიმინსკის “აღმოსავლეთ პარტნიორობიდან” გასვლას ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა უპასუხა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ჩვენ ახლა ე.წ ოქროს შუალედით, ანუ დანის პირზე მივდივართ