ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს

ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიდეოკონფერენციაა დაგეგმილი, სადაც ენტონი ბლინკენი მოკავშირეებს უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აგვიხსნის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ ანალოგიურად მოქცევას, რადგან არ ვიცით კონკრეტული მიზეზები. ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უკრაინა უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიგვექნება ფრაქციის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო უწყება ამერიკელი დიპლომატების ოჯახების გაყვანაზე – ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია