21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე

სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, –  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა. 
მან ყურადღება გაამახვილა იმ სამ მიმართულებაზე, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.
„პირველი არის დეოკუპაცია, რომელიც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების მიმართულებით და აღინიშნება, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესმება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას ამ მიმართულებით და ამ თვალსაზრისით. პრემიერს ექნება ასევე საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არის 9.3% და არის რეგიონში უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი. პრემიერი ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია. ასევე, ის შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და შესაბამისად, პრემიერი ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან თუკი ეს თანამშრომლობა იქნება სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული”, –  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
banner
წინა სტატიაშიმიქანაძე: უმოკლეს ვადებში განხორციელდება სამუშაოები, რომლებიც 21-ე სკოლაში სწავლის აღდგენას შესაძლებელს გახდის
შემდეგი სტატიასიმონ ჯანაშია: 21-ე და ათზე მეტ სკოლაში შექმნილი კრიზისი უპასუხისმგებლობის, არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგია