ჟორჟოლიანი: ხვალ ალბათ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვილისთვის ულტიმატუმის წაყენება

საკითხი დგას ძალიან მარტივად, ან უხარიათ რუსებს, ან გვიხარია ჩვენ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც რუსთავის მე-12 ციხესთან იმყოფება, სადაც დღეს 18 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება:

“დღეს მე ყველას მოვუწოდებ, რომ ჩამოვიდეს რუსთავში ციხესთან და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ დღეს, ხვალ, აქ შევიკრიბებით, ამიტომ ხვალ ალბათ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვლისთვის ულტიმატუმის წაყენება და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს და დღევანდელი განცხადების ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სუს-ის მაღალჩინოსნებს და ბატონ ლილუაშვილს, დიახ, რევოლუცია მოდის, იმ შემთხვევაში თუ გონს არ მოეგებით” აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაში“ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მივდივართ სასამართლოში”
შემდეგი სტატია“იურიდიული მისამართი იქ გადაგვაქვს, სადაც თავისუფლება უკვე მოიპოვეს, წალენჯიხაში “