25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ჟორჟოლიანი: ბოლო 4 წელიწადში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, –  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის  ინფორმაციით, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არის სახეზე.
„შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა. ჩვენ პირველ 4 თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ზოგადად, ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ზრდა  თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ”, –  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
banner
წინა სტატიაშილევან ჟორჟოლიანი: სვანეთში უკანონო მაინინგის გამოვლენა აქტიურად მიმდინარეობს, შსს-მ კიდევ 42 მოწყობილობა ამოიღო
შემდეგი სტატია“დიქტატორად გამომაცხადებდნენ” — მესამე პრეზიდენტი გია ნოდიას განცხადებასა და 2012 წლის არჩევნებზე