ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საზოგადოებრივი ყურადღება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული და აქცენტი ხელისუფლების მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზეც უნდა გადავიდეს.
ჟორჟოლიანის თქმით, არსებობს თემები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც მიუღებელია.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც რომ შეწუხდეს და მე ვიცი, რომ მათ შორის არიან ისეთები, რომლებისთვისაც, მაგალითად, მიუღებელია, რომ რუს ოკუპანტი შეიძლება ვეღარ დაუძახონ… მთავარი, ამ შემთხვევაში, არის ის, რომ აქცენტი გაკეთდეს ამ თემაზე. პარტიების აკრძალვაზე კი არა, გამოსავალს ყოველთვის მოძებნიან პოლიტიკოსები, აქ სხვა, გაცილებით უფრო რთული და მნიშვნელოვანი საკითხებია ჩადებული“, — აცხადებს ჟორჟოლიანი.















