ჟიურის წევრობაზე უარი თქვა რეზო თაბუკაშვილმა

“ლიტერას” პრემიას, მწერლების შემდეგ უკვე ჟიურის წევრიც ტოვებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟიურის წევრობაზე უარი თქვა რეზო თაბუკაშვილმა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:

FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ეხლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ. მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.

ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ – ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი. … პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი, – წერს თაბუკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ლიტერას” ჟიური ლელა კოდალაშვილმაც დატოვა
შემდეგი სტატიაივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება