ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მის მშობლიურ ქალაქ სენაკში გაიმართა

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მის მშობლიურ ქალაქ სენაკში გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიტროპოლიტმა შიომ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს.

სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ეროვნული გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს მისივე სახელობის სკოლაში დაესწრო.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა სენაკში 1944 წლის 7 მარტს დაიბადა. საქართველოს ეროვნული გმირი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი მომავალ სასესიო კვირაში დადგება